ვენეციის კომისია „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს - დასკვნაში, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტმა მოითხოვა, ნათქვამია, რომ კანონში ცვლილებების შეტანა დაჩქარებული პროცედურული წესით მოხდა და არა ფართო კონსენსუსის შედეგად.
ამასთან, ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ „2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ცვლილებების მიღება საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპს ეწინააღმდეგება“. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები აძლიერებს ადგილობრივი საარჩევნო კანონმდებლობის მაჟორიტარულ კომპონენტს, რამაც შესაძლოა მმართველი პარტიის პოზიცია კიდევ უფრო გაამყაროს. კომისია რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს.