უწყვეტი პროტესტი გრძელდება. პარლამენტის წინ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები 24 საათიან აქციას განაგრძობენ. რაც შეეხება გუშინ დაკავებულ სტუდენტებს - თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მესამე დაკავებული ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა გოგია კი იზოლატორში რჩება. სამართალდამცველებმა სტუდენტებს პარლამენტთან პლასტმასის სკამების მიტანის საშუალება არ მისცეს და დაკავება სწორედ ამას მოჰყვა. სტუდენტების დაკავებას გამოეხმაურა საია. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ „დემონსტრანტების დაკავება არის უსაფუძვლო და წარმოადგენს სტუდენტურ პროტესტთან რეპრესიული და უკანონო ბრძოლის კიდევ ერთ გამოვლინებას“.