არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს

21 მარტი 2025, 20:25 121 ნახვა

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.

არსებული ცნობით, დაკავებულთა შორის „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ სტუდენტებიც არიან, რომლებიც რამდენიმე დღეა, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით,  პარლამენტთან კიბეზე პატარა სკამების დადგმა სურდათ, თუმცა, მათივე თქმით, სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში