კონკურსი სტუდენტებისთვის

21 მარტი 2025, 17:57 336 ნახვა

ქობულეთის მერიამ დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო. სტიპენდია გაიცემა უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებისთვის.
მსურველებმა განცხადებით ქობულეთის მერიას 31 მარტის ჩათვლით უნდა მიმართონ. სასტიპენდიო თანხა სემესტრის განმავლობაში 500 ლარია, ხოლო სოციალურად დაუცველი, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების სტიპენდია 1000 ლარია. პროგრამა 5-წელზე მეტია არსებობს და მისი ბიუჯეტი წელს 150- ათასი ლარია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში