დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტი 2025, 14:09 135 ნახვა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.   სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება.  

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება, მათ რიცხვშია საქართველოც. დღევანდელი დღის მიზანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაავადების შესახებ, მოხდეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.

''გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები'' - ამ გზავნილით, კამპანიას ინკლუზიური განათლების ცენტრი შეუერთდა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ჩატარდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების კამპანიაც.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში