"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" პროკურატურას მოუწოდებს, შეწყდეს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც 5 ფონდს ყადაღა დაედო. "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" 5 ორგანიზაციიდან ერთ-ერთია, რომლის ანგარიშები პროკურატურამ დააყადაღა.
ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს, ისინი ამტკიცებენ, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე იყო, აქციის მონაწილეებს მხოლოდ ჯარიმებს უხდიდნენ და სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ.