ადვოკატი: ''ნაციონალების დაკითხვის გარეშე გამოძიება ეჭვქვეშ დგება''

01 მაისი 2017, 00:00 3634 ნახვა

ადვოკატი თენგიზ კახიძე ნაციონალური მოძრაობის იმ წევრების დაკითხვას ითხოვს, რომლებიც 11-12 მარტის ბათუმის აქციის მონაწილეები იყვნენ. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებამ მხოლოდ დაზარალებულები, პოლიციელები, თვითმხილველები და უმაღლესი საბჭოს "ქართული ოცნების" დეპუტატები დაკითხა, თუმცა რატომღაც მათ არ დაუკითხავთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. კახიძე ფიქრობს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიების წევრების არ დაკითხვა ეჭვის საფუძველს ბადებს, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული შეიძლება იყოს. ,,სანამ ნაციონალური მოძრაობის წევრები არ დაიკითხებიან, საგამოძიებო მოქმედებებს ეჭვქვეშ ვაყენებ,, - განაცხადა თენგიზ კახიძემ ჟურნალისტებთან.

განცხადება ადვოკატმა  აჭარის შს სამმართველოს ეზოში გააკეთა. 

განახლებული

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი