“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კორექტირდება

17 მარტი 2025, 15:05 119 ნახვა

სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებული რეგულაციები ინტერნეტმედიასა და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზეც გავრცელდება. ამასთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კორექტირდება.

პროექტის სახეცვლილი ვარიანტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არჩილ გორდულაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, შეზღუდვა ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება და შეეხება ორგანიზაციებს, რომლებიც არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები. 

ინტერნეტმედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან იყენებს ინტერნეტდომენისა და ინტერნეტ ჰოსტინგს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი