ავარიას ქედაში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები

16 მარტი 2025, 19:52 3120 ნახვა

ავარია ქედაში მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგზარდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა - არიან დაშავებულები.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 4 დაშავებული ქედის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით, მათ მცირე დაზიანებები აღენიშნებოდათ და კლინიკიდან უკვე გაწერეს. 

2 პაციენტი, რომლებმაც ბათუმის სამედიცინო ცენტრს თვითდინებით მიმართა, გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში იმყოფება. კლინიკის ინფორმაციით, მათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები უტარდებათ.

ავარია სოფელ გობრონეთთან მოხდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი