„სილამაზე ჩარჩოების გარეშე“-ასე ქვია ფოტო-პროექტს, რომელიც შშმ ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებს აერთიანებს. თითოეული სურათი დედა-შვილის ინდივიდუალურ ისტორიას ასახავს. ფოტო-გამოფენის ავტორი დადუ გაბაიძეა, რომელიც ფოტოებზე, პროექტში ჩართულ მონაწილეებთან ერთად ორი თვის განმავლობაში მუშაობდა.