ბეჟანიძე, ველიაძე და ქათამიძე - ეს იმ გვარების ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებიც პირველები დასახლდნენ ორდუს პროვინციაში, ერთ პატარა სოფელში სახელად კაბახტაღი. ეს სოფელი დღემდე ქართველებითაა დასახლებული და აქ მხოლოდ ქართულ ენას კი არ მოისმენთ, ქართულ კერძებსაც დააგემოვნებთ.
ამ სოფელში წამყვანი ტურიზმია. მუჰაჯირების შთამომავლები მათ სტუმრებს ძირითადად ქართულ სამზარეულოს სთავაზობენ და თურქულთან ერთად მშობლიურ კულტურას აცნობენ.
უფრო მეტიც, შემოდგომაზე აქ მუჰაჯირების მიერ საქართველოდან ჩატანილ ყურძენს გასინჯავთ, ასევე გაგიმასპინძლდებიან დემირა ვაშლითა და სხვადასხვა ჯიშის მსხლით. დღეს ფრაგმენტების დღეა და ჩვენ მოგიყვებით ქართველებზე, სოფელ კაბახტაღიდან.