„ამერიკის ხმის“ დირექტორის განცხადება

16 მარტი 2025, 14:50 84 ნახვა

„ამერიკის ხმის“ დირექტორი მაიკლ აბრამოვიცი, ტრამპის განკარგულებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გაუქმდება 7 სააგენტო, რომელთაგან ერთ-ერთი „ამერიკის ხმას“ ზედამხედველობს. დირექტორის თქმით, 83 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ დაადუმეს. აღნიშნავს, რომ 1 300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერი და დირექტორი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.
აბრამოვიცი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით „ამერიკის ხმა“ ყოველკვირეულად 360 მილიონზე მეტ ადამიანთან აღწევს, 48 ენაზე. დაამატა, რომ ბევრ დიქტატურაში „ამერიკის ხმა“ ხშირად ახალი ამბებისა და ინფორმაციის ერთადერთი სანდო წყაროა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი