ბათუმში, ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,
შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულეს მოტოციკლი შეეჯახა. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მასალა განახლებადია