საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

15 მარტი 2025, 14:50 236 ნახვა

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს, არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა. - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, უწყების ინფორმაციით სიახლის ამოქმედების შემდეგ, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის, პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა - მას ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით არჩეული პალატის ღირებულება -  გადაიხადოს. სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი კონსულტაციების შედეგად, განისაზღვრა ე.წ. VIP პალატის კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტულ პალატასთან შედარებით, რიგ დამატებით პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი