საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცენტრალური ოფისის გაყიდვას ეხმაურება.
„ალამუთის ციხე დაეცა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ცენტრალური ოფისის გაყიდვის თაობაზე პარტიაში გუშინ განაცხადეს. გადაწყვეტილების მიზეზად ფინანსების მობილიზება და ამომრჩეველთან სიახლოვე დაასახელეს.