„კადრების მოზაიკა“ – ამ სახელწოდებით, 8 ქალი ფოტოგრაფის მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო თანამედროვე ხელოვნების სივრცეში. ფოტოხელოვანებმა მოწვეული მენტორების მეშვეობით სრულად გაიარეს ფოტოგრაფიის კურსი და გამოფენილი ექსპოზიციები მათ მიერ მიღებული ცოდნისა და შემოქმედებითი ხედვის შედეგია.
პროექტი, რომელიც ქალებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს, აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით მიმდინარეობდა.