სამუშაო შეხვედრა ბათუმის და ანტვერპენის უნივერსიტეტების პროფესორებს შორის 

14 მარტი 2025, 14:18 100 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციასა და ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. დღესვე უცხოელი პროფესორები შეხვდნენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.

სტუდენტები თანამედროვე ჟურნალისტურ სტანდარტებს, ინოვაციურ მეთოდებსა და ციფრული მედია განვითარების სტანდარტებს გაეცნენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2023 წლიდან ევროპის ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია, ამ დროის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სტუდენტებმა გაცვლითი პროგრამებით ისარგებლეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში