ბასილაშვილი „ფინიქს ჩელენჯერს“ პირველივე წრეში გამოეთიშა

13 მარტი 2025, 12:36 95 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი „ფინიქს ჩელენჯერის“ ძირითადი ბადის პირველ შეხვედრაში ფრან კორენტინ მუტეს დაუპირისპირდა, ორ სეტში - 3:6, 2:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
აქვე გეტყვით, რომ „ფინიქსის ჩელენჯერზე“ გასვლით ბასილაშვილმა 29 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ეი-ტი-პი-ს რეიტინგში რვა საფეხურით დაწინაურდა. ამ დროისთვის ქართველი ჩოგბურთელი 144-ე პოზიციაზე იმყოფება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში