ომი უკრაინაში 

12 მარტი 2025, 13:38 91 ნახვა

უკრაინაში ომი გრძელდება. გასულ ღამით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 133 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 98-ის ჩამოგდება მოახერხეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ოდესის პორტზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად სირიის ოთხი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დარტყმამ ასევე დააზიანა  ერთი გემი, ნავმისადგომები და მარცვლეულის შესანახი ობიექტები.

ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ კორპუსებში კიევის რეგიონზე თავდასხმის შედეგად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში