ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება და გამოხმაურებები

10 მარტი 2025, 14:01 122 ნახვა

დროის გასვლასთან ერთად, ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი, დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი - განცხადებასგირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ზურაბ  გირჩი ჯაფარიძე  წერს, ასეთ ბრძოლებში მოგების გარანტია არ არსებობს, ის თანამებრძოლებს მოგების შანსების გაზრდისკენ მოუწოდებს და რამდენიმე პუნქტს ასახელებს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში რეპრესიები უფრო მკაცრი გახდება, მაქსიმალურად მკაცრი რეგულირების ქვეშ მოექცევა გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის ქუჩის პროტესტის ყველა ფორმა. ზურაბ ჯაფარიძის ამ განცხადებას ბრიფინგზე  პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას გადატრიალება სურს, „საინტერესო იქნება, ჩავიხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და გარწმუნებთ, იმავეს ნახავთ, რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს, – პაპუაშვილის თქმით, დღესაც არის მცდელობა, საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყარონ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში