რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს

10 მარტი 2025, 13:52 90 ნახვა

მოსკოვი ბრიტანელ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებაში დაიბარეს  მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ორი თანამშრომლისგან სავარაუდო სადაზვერვო საქმიანობისთვის რუსეთის დატოვება მოითხოვეს.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოსთან დაკავშირებულ ორ პირს მიეცა ბრძანება დაეტოვებინათ ქვეყანა ჯაშუშური საქმიანობის გამო.

ფე-ეს-ბეს ინფორმაციით, ორივე პირმა რუსეთში შესვლისას საკუთარი თავის შესახებ შესაბამის სტრუქტურებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ისინი  დაზვერვასა და დივერსიულ საქმიანობაში არიან შემჩნეული, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში