ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება და შალვა პაპუაშვილის შეფასება

10 მარტი 2025, 11:54 101 ნახვა

დროის გასვლასთან ერთად ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი, დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი - განცხადებას „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ზურაბ  გირჩი ჯაფარიძე  წერს, რომ ასეთ ბრძოლებში მოგების გარანტია არ არსებობს, ის თანამებრძოლებს მოგების შანსების გაზრდისკენ მოუწოდებს და რამდენიმე პუნქტს ასახელებს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში  გაცილებით რეპრესიები უფრო მკაცრი გახდება, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოპერირება გახდება სულ უფრო პრობლემური და კრიტიკული მედიის, საწყის ეტაპზე სატელევიზიო, შემდეგ ონლაინმედიის საქმიანობა მაქსიმალურად შეიზღუდება; ასევე მაქსიმალურად მკაცრი რეგულირების ქვეშ მოექცევა გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის ქუჩის პროტესტის ყველა ფორმა.

ზურაბ ჯაფარიძის ამ განცხადებას ბრიფინგზე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას ქვეყანაში გადატრიალების მოხდება სურს და თავიანთ პატრონებთან ახალი დავალებების შესათანხმებლად დადიან. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას არაფერი გამოუვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში