ევროპის საბჭოს განცხადება

08 მარტი 2025, 11:55 152 ნახვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შუალედურ რეზოლუციაშია ნახსენები, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდება.
მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ „იდენტობა და სხვების“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიუხედავად საქართველოს მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის ამოქმედება უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და „სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოს მიერ საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე დაემორჩილოს ევროპის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებს“.„[მინისტრთა კომიტეტმა] ხელისუფლებას მოუწოდა გაიწვიოს კანონი და არ გააგრძელოს ნებისმიერ პრაქტიკული ან საკანონმდებლო ნაბიჯები, რომლებიც საფრთხის ქვეშ დააყენებენ საქართველოს მიერ კონვენციის 46-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში