ფხენიანის მორიგი წარუმატებელი სარაკეტო გამოცდა

29 აპრილი 2017, 00:00 2331 ნახვა

ფხენიანმა, ბალისტიკური რაკეტა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მესამედ გამოსცადა. შეერთებული შტატებში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში აცხადებენ, რომ რაკეტის გაშვება წარუმატებლად დასრულდა.

მორიგი  გამოცდა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათში ჩატარდა. აღნიშნულ სხდომაზე ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის იზოლაციის გაძლიერების  მოწოდებით გამოვიდა და არსებული სანქციების გამკაცრებისა და ახალი შეზღუდვების დაწესებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ოფიციალურმა სეულმა კი გაეროს მოუწოდა, პროვოკაციული ქმედებების ფონზე, ფხენიანის ორგანიზაციის წევრად დარჩენის საკითხზე სერიოზულად დაფიქრდეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი