მიქაუტაძის საგოლე პასი ევროპა ლიგაზე

07 მარტი 2025, 09:54 156 ნახვა

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ევროპა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში ბუქარესტში „სტიაუას“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა. 30-ე წუთზე „ლიონმა“ ანგარიში გახსნა.

საგოლე გადაცემა სწორედ ქართველმა ფორვარდმა შეასრულა, რომელმაც არგენტინელ ტალიაფიკოს გაატანინა. მეორე ტაიმში მიქაუტაძეს სამი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.

მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ შეცვლაზე შესულმა მალიკ ფოფანამ მატჩის მიწურულს დუბლი შეასრულა და სტუმრებმა 3:1 მოიგეს.

ევროპა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში „ლიონი“ „სტიაუას“ 13 მარტს უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში