NBA-ში ზედიზედ მეხუთედ წააგო გოგა ბითაძეს "ორლანდომ". "მეჯიქი" ამჯერად საკუთარ მოედანზე "ჩიკაგო ბულსთან" დაძაბულ ბრძოლაში 123:125 დამარცხდა. გოგა ბითაძე თამაში სათადარიგოდან ჩაერთო და პარკეტზე გატარებულ 17 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 3 შედეგიან გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა.
შეხვედრაში საუკეთესო კალათბურთელი "ჩიკაგოს" მხრიდან კობი ვაითი გახდა, რომელმაც 37 წუთში 44 ქულა ჩააგდო. "ორლანდოს" 29 მოგება და 35 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე დაქვეითდა.
შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 9 მარტს "მილუოკის" წინააღმდეგ გამართავს.