საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი წარმატებით დასრულდა.
საინფორმაციო შეხვედრების შემაჯამებელი ღონისძიება თბილისის 122-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. უწყების ცნობით შეხვედრების ციკლი, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა საჯარო სკოლებში ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით.