ოპოზიციის დიდი ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ჯერ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ნაწილი კი 4 ოქტომბერს ჩანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.
განსხვავებული პოზიცია აქვთ პარტია "გირჩსა" და "ფედერალისტებში". მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ "ოპოზიციას ეყოფა გონიერება" და მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.