ექსპროპრიაცია აჭარაში

29 აპრილი 2017, 00:00 2328 ნახვა

,,მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობის მიზნით მოქალაქეებისთვის საკუთრების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევა აჭარაში დარღვევებით მიმდინარეობს”- განცხადება ამის შესახებ, ადვოკატმა რეზო შავაძემ, თოქ-შოუ “ფაქტორში” სტუმრობისას გააკეთა. მისი მტკიცებით, არის შემთხვევები, როდესაც მოსალოდნელი შედეგების შესახებ, მესაკუთრეთა ინფორმირება არასრულად ხდება.

ამასთან, ხშირად არ იკვეთება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებაც. ბრალდებებს არ იზიარებენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში. კომპანიის მმართველთა საბჭოს წევრის განმარტებით, ექსპროპრიაციის წესის გამოყენება მესაკუთრეებთან კომპენსაციაზე შეუთანხმებლობით არის განპირობებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი