თბილისში ტრაქტორი დაგორდა და სამ ავტომობილს დაეჯახა - დაშავებულია ორი პირი

05 მარტი 2025, 15:16 259 ნახვა

თბილისში, კალანდაძის ქუჩის ასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი დაგორდა და სამ ავტომობილს დაეჯახა. დაშავებულია ორი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში