პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოთხმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი უნდა ჩამოაყალიბოს. მისი თქმით, დღეს არა კონკურენციის, არამედ ერთად ყოფნის დროა. მისივე განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანების ცენტრში წამყვანი როლი უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, გახარიას პარტია მაისში მანდატების დატოვებას აპირებს და ამ პროცესსაც დაელოდებიან. ხაზარაძის განმარტებით, მარში მიტინგი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკური პროცესისთვის აუცილებელია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა.
მისი თქმით, მთავარი კვლავ არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნა იქნება. ქართულ ოცნებაში აცახდებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვადაგასული პრეზიდენტია.