ევროპის თავდაცვის მრეწველობის გაძლიერებისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის შესახებ ევროკავშირის ახალი გეგმის მეშვეობით შესაძლებელია დაახლოებით 800 მილიარდი ევროს მობილიზება - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირი შესთავაზებს წევრ ქვეყნებს თავდაცვაში ინვესტირებისთვის მეტ ფისკალურ სივრცეს, ასევე 150 მილიარდი ევროს სესხს ამ ინვესტიციებისთვის და ასევე შეეცდება კერძო კაპიტალის მობილიზებას- თქვა ფონ დერ ლაიენმა.
ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვაზე, რათა აჩვენონ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, რომ კონტინენტს უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერების მიუხედავად შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი.