ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიანა უელსის საჩოგბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო. ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 104-ე ნომერი, ამერიკელი კრისტოფერ ეუბანკსი ორ სეტში 6:2; 6:4 დაამარცხა.
მომდევნო შეხვედრაში ქართველის მეტოქე იაპონელი იასუტაკა უჩიამა იქნება, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც ბასილაშვილი ძირითად ბადეში თამაშის უფლებას მოიპოვებს.