ბათუმში დიდთოვლობით მიყენებულ ზარალს ითვლიან

03 მარტი 2025, 15:05 200 ნახვა

ზუსტი ოდენობა თუ რაოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ  ბათუმს და რეგიონის მუნიციპალიტეტებს ამ ეტაპზე უცნობია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ზარალის დათვლა  გრძელდება. ამ დროისთვის ბათუმში ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანილია 37 ოჯახი, მერიაში კიდევ 100 დაზარალებული ოჯახის  განცხადებაა შესული, რომლებსაც კომისია შეისწავლის.             

დიდთოვლობამ ასევე დააზიანა რამდენიმე საწარმო, ამის გარდა ჩამოიშალა ძველ კორპუსებზე მიშენებების ნაწილიც. 

რამდენიმედღიანი უწყვეტი თოვისა და გამოწვეული პრობლემების შემდეგ ბათუმში მთავარ სირთულედ ტროტუარებზე გადაადგილება რჩება, რადგანაც გზებიდან აღებული თოვლის მასა კვლავ ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელებზეა.

რაც შეეხება გზებს, მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია და ქუჩები გაწმენდილია.

უწყების ცნობით,  გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა და გამტარუნარიანობის მონიტორინგი. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში