„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ განხილვა იურიდიულ კომიტეტზე

03 მარტი 2025, 12:08 115 ნახვა

პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყო.  იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ   "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" პროექტს, რომელიც ამერიკული ფარას ანალოგია.  

როგორც  მმართველ  გუნდში აცახდებენ  კანონის მიღება  ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების პრევენცია იქნება,  რომლითაც შეიცვლება უკვე მიღებული  გამჭვირვალობის შესახებ კანონი.   ოპოზიციას მიაჩნია, რომ საკანონმდებლო პაკეტი მეგობარი ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული და მისი მთავარი მიზანი ხალხში არსებული პროტესტის დაშლაა. 

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები, ქართული ოცნების დეპუტატები კი ოპონენტებს  ახსენებენ,  რომ კანონი   სპეკულაციისთვის  სივრცეს არ დატოვებს და, რომ ამერიკული „ფარას“ საქართველოში გადმოტანა სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ არის მიმართული.  

აქვე გეტყვით, რომ  პროექტის ინიცირებისას პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ქართულენოვანი თარგმანი სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს და პროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა.

დღესვე განიხილება მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ, ასევე ცვლილება საარჩევნო კოდექსში.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში