უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის, გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - შალვა პაპუაშვილი

03 მარტი 2025, 10:16 150 ნახვა

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავისი პოლიტიკური ღვარძლით, თავქარიანობით და უცხოს ჭკუაზე სიარულით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია – უპასუხისმგებლო, ქვეყნის და ადამიანების ბედით მოთამაშეთა. უცხოელებმა კი საკუთარი ქვეყნების მოკლე ინტერესებს გვანაცვალეს. კინაღამ, ძირშივე უნიათო პოლიტიკის მსხვერპლად გვაქციეს. გადაგვარჩინა ჩვენი საზოგადოების სიბრძნემ და მისი ხელისუფლების სიმტკიცემ. გადაგვარჩინა ხალხის რწმენამ და ნდობამ, ისტორიულმა მეხსიერებამ და უმრავლესობის კეთილგონიერებამ. ეს უნდა გავიხსენოთ ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელები ჭკუას დაგვარიგებენ, „ენჯეოები“ მორიგ პეტიციას შეადგენენ და ოპოზიცია არჩევნებზე მათთვის ხმის მიცემას მოითხოვს – სამი წლის წინ, ჩვენ მათ გაგვწირეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში