9 ადამიანი დააკავეს ილონ მასკის საწინააღმდეგო პროტესტზე

02 მარტი 2025, 14:23 153 ნახვა

ცხრა ადამიანი დააკავეს ნიუ-იორკში ტესლას სადილერო ცენტრთან გამართული ხმაურიანი დემონსტრაციის დროს. აქციის მონაწილეები  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით ფედერალური მუშაკების შემცირებაში ტესლას მფლობელის ელონ მასკის როლს აპროტესტებდნენ.
პროტესტი, რომელშიც პოლიციის თქმით, ასობით ადამიანი მონაწილეობდა, „ტესლას დაშლის“ მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით აგორებული დემონსტრაციების ერთ-ერთი ტალღა იყო,  მიმართულია მილიარდერი მასკის წინააღმდეგ, რომელიც  ტრამპის ადმინისტრაციის ე.წ. მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა  ელექტრო ავტომობილების მწარმოებლის ავტოსალონების წინ ჯექსონვილში, ფლორიდაში, ტუსონში, არიზონასა და სხვა ქალაქებში. დემონსტრანტებმა დაბლოკეს სატრანსპორტო მოძრაობა. სკანდირებდნენ და ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით- "დაწვი ტესლას- გადაარჩინე დემოკრატია" და "არა დიქტატორებს აშშ-ში".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში