ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საინფორმაციო გამოფენა იმართება. ღონისძიებაზე მისული სტუმრები იმ პროექტებს გაეცნენ, რომლებიც შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ხორციელდება. საიუბილეო აქტივობები, ქვეყნის მასშტაბით, 24 აპრილს დაიწყო და დღეს დასრულდება.