მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

28 თებერვალი 2025, 10:00 129 ნახვა

„ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.

მანამდე, რამდენიმე საათის წინ საია-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა იმ დროისთვის, ის ჯერ კიდევ რჩებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, მზია ამაღლობელი დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვდა.

მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი