NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. "ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა" საკუთარ მოედანზე "დალას მავერიკს" უმასპინძლა და მეტოქე 107:99 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლუკა დონჩიჩმა პირველად ითამაშა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, მან "ლეიკერსის" მაისურით სამმაგი დუბლი პირველად სწორედ "დალასის" წინააღმდეგ შეასრულა.
სლოვენიელი კალათბურთელის მონაგარი 35 წუთში 19 ქულა, 15 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა იყო.
"ლეიკერსს" 35 მოგება და 21 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "დალასს" 31 მოგება და 28 მარცხით მე-9 პოზიციაზეა.