საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ იტალიის თასის მეოთხედფინალში, სტუმრად „იუვენტუსი“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი უფრო ზუსტები „ემპოლის“ ფეხბურთელები იყვნენ და 4:2 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების მცველს თამაში ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია, მაგრამ 46-ე წუთზე არდიან ისმაილი დაშავდა და სტუმართა ტრავმირებული კაპიტანი შეცვალა.
იტალიის თასის ნახევარფინალში „ემპოლის“ მეტოქე „ბოლონია“ იქნება. რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, ფინალის საგზურისთვის „ინტერი“ და „მილანი“ იბრძოლებენ.