ევროკავშირის ელჩს შეუძლია, გააგრძელოს კამპანია, თუმცა როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ვერც თვითმმართველობის არჩევნებზე მოახდენს გავლენას მისი პრონაცმოძრაობრივი განცხადებები - პრემიერი

27 თებერვალი 2025, 12:41 67 ნახვა

ევროკავშირის ელჩს შეუძლია, გააგრძელოს საარჩევნო, პოლიტიკური კამპანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გველოდება წინ, თუმცა როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ამ არჩევნების შედეგებზეც ვერავითარ გავლენას ვერ მოხდენს მისი პრონაცმოძრაობრივი განცხადებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პაველ ჰერჩინსკის მიერ კახეთის რეგიონში ახალგაზრდებთან დაანონსებულ შეხვედრას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესებში, როდესაც საზოგადოებას მოუწოდებდა აქტიურობისკენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, ამიტომ ეს ყველაფერი ნაკლებად არის საინტერესო.

„საქართველოში ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესებში, როდესაც საზოგადოებას მოუწოდებდა აქტიურობისკენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევძელით არჩევნების მოგება. ევროკავშირის ელჩს შეუძლია, გააგრძელოს საარჩევნო კამპანია, პოლიტიკური კამპანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გველოდება წინ, თუმცა როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაშიც ევროკავშირის ელჩის პრონაცმოძრაობრივი განცხადებები ვერავითარ გავლენას ვერ მოხდენს არჩევნების შედეგებზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი