გუშინ ვნახეთ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებგვერდს და ფაქტობრივად საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ვგრძნობთ - პაპუაშვილი

26 თებერვალი 2025, 13:34 139 ნახვა

მგონი, ყველამ აღიარა, რომ რაც წარვადგინეთ, არის ამერიკული „ფარას“ ზუსტი ვარიანტი, ამერიკა რომ, მათ შორის გამჭვირვალობის პრინციპის კრიტიკოსებისთვის არის სამაგალითო ქვეყანა, ესეც ყველამ ვიცით, გუშინ ვნახეთ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებგვერდს და ფაქტობრივად საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ვგრძნობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია ექნება ამერიკულ „ფარას“ ვარიანტზე, შეუძლია, საელჩოს მიმართოს.

„დავაინიცირეთ ამერიკული „ფარა“, მათ შორის განზრახ არის დატოვებული ის ტერმინები, რომელიც გამოყენებულია ამერიკულ „ფარაში“, რათა სპეკულაციისთვის შესაძლებლობა არ დაგვეტოვებინა. ყველა ტერმინი არის იდენტური. მგონი, ყველამ აღიარა, რომ ეს არის ამერიკული „ფარას“ ზუსტი ვარიანტი. ამერიკა რომ, მათ შორის გამჭვირვალობის პრინციპის კრიტიკოსებისთვის არის სამაგალითო ქვეყანა, ესეც ყველამ ვიცით, ამიტომ იციან, სად არის საელჩო. გუშინ ჩვენ ვნახეთ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებგვერდს და ფაქტობრივად საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ვგრძნობთ. ვსაუბრობ, ბულინგზე, ზიზღის ენაზე და მუქარაზე, რომელიც მოედინება ქართველი სუბიექტების მიმართ და გუშინ ეს ვნახეთ აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე. ეს არის ამერიკულთან იდენტური ვერსია და თუ რამე აქვთ საკრიტიკო, უნდა აკრიტიკონ ამერიკა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი