აჭარის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი ხვალ, 26 თებერვალს არ განახლდება

25 თებერვალი 2025, 17:01 797 ნახვა

აჭარის  საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი ხვალ, 26 თებერვალს არ განახლდება. ინფორმაცია აჭარის განათლების სამინსიტროში დაგვიდასტურეს.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კიდევ ერთი დღით - 26 თებერვალს, რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ"- აღნიშნულია აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში