კრემლის კომენტარი ტრამპის განცხადებაზე

25 თებერვალი 2025, 14:01 154 ნახვა

დიმიტრი პესკოვმა უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით  ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა. 

„ამ საკითხთან დაკავშირებით არის პოზიცია, რომელიც გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა. მე არაფერი მაქვს დასამატებელი - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

18 თებერვალს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ნატოს წევრი ქვეყნების ჯარების განთავსება რუსეთისთვის მიუღებელი იქნება.

ორშაბათს, თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, ტრამპმა თქვა, რომ მან კონკრეტულად ჰკითხა ვლადიმერ პუტინს ევროპული ჯარების განთავსების შესახებ და პასუხად მიიღო, რომ "ის არ არის წინააღმდეგი ამის, მას არ აქვს პრობლემა".

ტრამპმა არ დააკონკრეტა, როდის განიხილა ეს საკითხი პუტინთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში