დიდთოვლობამ ხელვაჩაურში ხუთი ოჯახი დააზარალა

25 თებერვალი 2025, 13:14 142 ნახვა

დიდთოვლობამ ხელვაჩაურში ხუთი ოჯახი დააზარალა, ჩაკეტა გზები და დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები. ოჯახები, რომელთა საცხოვრებელ სახლებსაც პრობლემა შეექმნათ, მერიამ დროებით ქირით გაიყვანა. 

რაც შეეხება ელექტროენერგიას, ხელვაჩაურის მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა. მერიის ინფორმაციით, დაზიანებული სადენების აღდგენა დილიდან მიმდინარეობს. 

ასევე, დილიდან იწმინდება გზები, ამ დროისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ხელვაჩაურის მერიის ბალანსზე არსებული ტექნიკა მუშაობს.  

თოვლის საფარი ხელვაჩაურის მაღალი ზონის სოფლებში 2-ს ხოლო დაბალ ზონაში 1 მეტრს აღწევს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში