კრემლი ევროპასთან დიალოგის განახლების წინაპირობას ვერ ხედავს - პესკოვი

24 თებერვალი 2025, 13:50 81 ნახვა

რუსეთი ჯერჯერობით ვერ ხედავს ევროპასთან დიალოგის განახლების წინაპირობას - განაცხადა  კრემლის პრესსპიკერმა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთექვსმეტე პაკეტი დაამტკიცეს. 

პესკოვის თქმით, ევროპელი ლიდერების სასანქციო პოლიტიკა ეწინააღმდეგება უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტის გამოსავლის პოვნას. მან აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტი პროგნოზირებადი იყო.

კრემლი მიესალმა და მხარი დაუჭირა რუსეთთან დიალოგისადმი აშშ-ის ახალ მიდგომას.

„ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის მცდელობებს გაიგოს თუ რა გახდა ამ კონფლიქტის მთავარი მიზეზი და ვიმედოვნებთ, რომ ეს ანალიზი დაეხმარება ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში“, - თქვა პესკოვმა. კრემლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტის ძირეული მიზეზების გაანალიზების გარეშე, შეუძლებელია მისი ეფექტურად მოგვარება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში