23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპიროზე ძალიან ძლიერი ქარი და 4-6-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

23 თებერვალი 2025, 11:55 398 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მკვეთრ გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საფრთხის დონე მაღალია.

„23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და 4-6-ბალიანი შტორმი, (საფრთხის დონე მაღალი)“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უამინდობის გამო, ბათუმში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები.

უწყების ცნობითვე, სპეცტექნიკით იწმინდება ქუჩები და ტროტუარები თოვლის საფარისაგან. იყრება ტექნიკური მარილი. უწყვეტად გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა. მობილიზებულია 40 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა და 500-მდე თანამშრომელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში