გვიანობამდე გაგრძელდა წუხელ მესტიის ცენტრში ფესტივალი გიზ-გიზი. საღამო მუსიკალურად ადგილობრივმა ანსამბლებმა და ქართველმა დიჯეებმა გააფორმეს. ფესტივალის ფარგლებში მესტიაში დღესაც დაგეგმილია გასართობი მუსიკალური ღონისძიებები. ადგილობრივ და საერთაშორისო მოგზაურებს სვანური ტრადიციული და გათანამედროვებული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. მესტიის ცენტრში გასართობი სივრცეები დღესაც მოეწყობა.
აგრო ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი მეწარმეები საკუთარი პროდუქტების გაყიდვას შეძლებენ. ფესტივალის ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა. მეორე წელია ფესტივალი ოთხივე ზამთრის კურორტზე იმართება და მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებაა.