დიდთოვლობამ ხელვაჩაურში ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა, ამ დროისათვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 500-მდე ოჯახს, ბუნებრივი აირის მიწოდება კი აღდგენილია. რაც შეეხება გზებს, - თოვლის საფარისგან გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სხვადასხვა უწყების 18 ერთეული სპეც ტექნიკა, იწმინდება როგორც ცენტრალური მიმართულებები, ასევე შიდა საუბნო გზები.